პოლონეთი მზად არის რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტოს

პოლონეთი რუსულ ავიაკომპანიებს სავარაუდოდ საჰაერო სივრცეს დაუკეტავს. ამის შესახებ РБК პოლონეთის პრემიერ მინისტრ, მათეუშ მორავეცკიზე დაყრდნობით წერს. ეს გადაწყვეტილება, თუ მას მიიღებენ, მნიშვნელოვნად გაურთულებს მუშაობას რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც ევროპაში დაფრინავენ. მაგალითად, უშუალოდ ამ მომენტში Flightradar-24–ის მონაცემებით პოლონეთის თავზე არიან რეისები მოსკოვი–სტამბოლი, მოსკოვი–ვენეცია, მოსკოვი–ბუდაპეშტი და მოსკოვი–ბელგრადი.