პოლონეთი შეშფოთებულია ნიკა გვარამიას განაჩენის გამო – საელჩო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.

“პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამო.

გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში”,– ვკითხულობთ პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.