პოლონეთში დააკავეს ქართველი რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა და ხანდაზმულებს ფულს სძალავდა.

დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თაღლითური სქემით ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებული.

პოლიციამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთის რამდენიმე ქალაქში თაღლითური სქემით მოქმედებდა –  მოპოვებულმა თანხამ საერთო ჯამში 220 000 ზლოტი შეადგინა.

ოთხივე დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულების დაკავება ქალაქ პოზნანში მოხდა. მანამდე, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება ქალაქ ტარნოვში ხანდაზმული კაცისგან 25 000 ზლოტის გამოძალვას გეგმავდა.