პოლონეთში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს (ვიდეო)

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში რუსეთის ელჩს, სერგეეი ანდრეევს, რომელმაც საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკო, წითელი საღებავით შეასხეს.

მემორიალთან მას აქტივისტები უკრაინის დროშებითა და უკრაინის განადგურებული ქალაქების  ამსახველი ფოტოებით დახვდნენ. ისინი ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებს ყვიროდნენ და ელჩს ფაშისტს ეძახდნენ.

“მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით. ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას”, – თქვა ელჩმა ინციდენტის შემდეგ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე.