პოპასნაიაში სამხედრო ტყვეების დახოცვის ბრძანება გასცეს – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, პოპასნაიაში სამხედრო ტყვეების დახოცვის ბრძანება გასცეს.

უწყება აფრთხილებს რუსეთს, რომ ეს ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მიიღო ოკუპანტებს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც ეხება პოპასნაიას რაიონში (ლუგანსკის ოლქი) ყველა სამხედრო ტყვეს მოკვლის ბრძანებას

ეს არის პირდაპირი ომის დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ რუსულ არმიაში არის მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები და არავითარ შემთხვევაში სამხედროები.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ ომის დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე სამართლიანად დაისჯება!”,– წერია დაზვერვის განცხადებაში.

უწყება ოკუპანტების აუდიოჩანაწერს აქვეყნებს: