პორტუგალია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გაუგზავნის

პორტუგალია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გაუგზავნის ინფორმაციას პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოსტა ავრცელებს.

კოსტას თქმით, გერმანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ შეიძინონ Leopard 2-ს ნაწილები და შეაკეთონ საკუთარ მარაგებში არსებული ის Leopard-ის ტანკები, რომლებიც ახლა დაზიანებულია.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რათა შევძლოთ ჩვენი ზოგიერთი ტანკის გაცემა. ვიცი რამდენი ტანკი გაიგზავნება [უკრაინაში], მაგრამ ამის შესახებ შესაფერის დროს განვაცხადებთ“ – განაცხადა ანტონიო კოსტამ.

მას არ დაუკონკრეტებია როდის და რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა პორტუგალიისგან.