პრეზიდენტის ბრძანებით ჩემთვის უნდობლობის გამოცხადება იგეგმება – დენისოვა

უმაღლესი რადას დეპუტატები აპირებენ, უნდობლობა გამოუცხადონ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ომბუდსმენმა გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი მისი მუშაობით უკმაყოფილოა.

“ახლა გავიგე, რომ პრეზიდენტის ბრძანებით 31 მაისს იგეგმება უნდობლობის გამოცხადება ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი რადის წარმომადგენლისთვის… ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის აპარატი არ არის კმაყოფილი ჩემი, როგორც უკრაინის ომბუდსმენის საქმიანობით, აქტიური მუშაობით, რომელიც მიმართულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზზე. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედებები უკანონოა და ჩარევაა ომბუდსმენის საქმიანობაში”,– განაცხადა დენისოვმა პრესკონფერეციაზე.

უკრაინულ გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” დენისოვას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პარტია “ხალხის მსახურში” ორმა წყარომ დაუდასტურა.