პრეზიდენტს პოლიტიკური დებატებისთვის სივრცის გაფართოებაზე ვესაუბრე – მიკსერი

ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი აცხადებს, რომ დღეს თბილისში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკური დებატებისთვის სივრცის გაფართოებაზე ისაუბრა.

„საქართველოს პრეზიდენტთან განვიხილეთ, როგორ უნდა გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის ქართველი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე”,– წერს მიკსერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, ევროპარლამენტარს ეროვნული თანხმობის პროცესზე ესაუბრა.