პრემიერი ვერ ხვდება, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ თეოკრატიულში – საიას თავმჯდომარე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პრაიდის კონტრაქციის მონაწილეებს “ყველაფერზე მწვანე შუქი აუნთო”.

“ჯერ პარლამენტთან კარვების დარბევა, შემდეგ მედიაზე თავდასხმა, რასაც პოლიციის რეაგირება არ მოჰყვა, ის კი არა, შსს საერთოდ რამეს აკეთებს თუ არა, გაუგებარია. ჩვენი პრემიერი კიდევ ვერ ხვდება, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ თეოკრატიულში”,– წერს სიმონიშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის კარვები დაარბიეს და თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს.