პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სასეირნო სივრცე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ კონსილიუმი, რომელმაც დღეს სააკაშვილი მოინახულა, დასკვნას მოგვიანებით დადებს. მისი განმარტებით, კონსილიუმის წევრი ექიმები ინფორმაციას შეაჯერებენ და შესაბამის რეკომენდაციებს დაწერენ.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ თუ კონსილიუმი შეთანხმდება, რომ ექსპრეზიდენტის სრულყოფილი მკურნალობისთვის მისი უცხოეთში გადაყვანაა საჭირო, სახალხო დამცველი ამას მხარს დაუჭერს.

მისივე განცხადებით, პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ღია სივრცე, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით.