მაგალითად, ალეკოსთვის თუ ცესკო-ს რეფორმირება უკვე საკმარისია, ჩემთვის ეს არის ინსტრუმენტი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მე მჭირდება. ანუ, ის რაც ალეკოს მოსწონს, არის ჩემთვისაც მოსაწონი, მაგრამ შემადგენელი კომპონენტია იმის, რისთვისაც ვიბრძვი. ამ ბრძოლაში მე მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიები, გარდა ალეკოსი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება ნაციონალური მოძრაობაც კი”,– ამბობს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, “ეს უნდა იყოს დისკუსიის, მსჯელობის შედეგად შემდგარი კონსენსუსი და არა ერთმანეთისთვის დედის გინება”.
“რეალურად, ახლა პრობლემა გვაქვს იმაში, რომ კაციშვილმა არ იცის ვინ, რატომ აგინებს ერთანეთს დედას”,– აღნიშნავს მეგრელიშვილი.
მისმა თანაგუნდელმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტში შევიდნენ და მიზნის მიღწევაში დაეხმარონ.
პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან და გარანტიებს მიიღებს, ის პარლამენტში შევა.