პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთი შანსიც არ დაგვიტოვეს – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი გამოიყენებდა შესაძლებლობას უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად, მაგრამ მათ ამის შანსი არ ჰქონდათ.

“ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთი შანსი მაინც რომ ყოფილიყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებდით ამ შანსს. მაგრამ მათ ეს შანსი არ დაგვიტოვეს, უბრალოდ არ მოგვცეს”, – განაცხადა პუტინმა დონბასში მოკლული ჯარისკაცის მამასთან შეხვედრისას

მანვე აღნიშნა, რომ ახლა რუსი ჯარისკაცები “იბრძვიან გაბედულად, გმირულად, პროფესიონალურად”.

“ყველა დაგეგმილი გეგმა სრულდება. შედეგი მიღწეული იქნება – ამაში ეჭვი არ არსებობს”,– თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.