პროვოკაციებს გეგმავენ, ათენში შეხვედრა მაინც გაიმართება -მიხეილ სააკაშვილი

”პროვოკაციებს გეგმავენ,მაგრამ  რაც არ უნდა მოგვიწყონ!ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე!” – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაგეგმილ შეხვედრაზე ის პროვოკაციებს ელოდება. სააკაშილი ფეისბუქზე წერს, რომ საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ხვდება.

”კვირას, დღის 2 საათზე, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს ვხვდები.

ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ.

მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.

მე ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ!
ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე!
სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!”- წერს სააკაშვილი.