რეზოლუციის ​ტექსტი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგარი პოპულისტული თუ პროვოკაციული რიტორიკისგან. ამის დრო აქ ნამდვილად არ არის. რუსეთის ინტერესების გატარებას, ახლა ამ შემთხვევაში და პროვოკაციური რიტორიკის მათ წისქვილზე წყლის დასხმის მცდელობას, მე თქვენ ვერ აგიკრძალავთ. მათ, საბოლოო ჯამში, ამას მხარი უნდა დაუჭირონ. იმიტომ რომ, აქ არის თითოეული სიტყვა გაზომილი და არც ერთი ფრაზა არ არსებობს, რაც შეიძლება იყოს სადაო. აქედან გამომდინარე, შეიძლება შემდგომში დაუჭირონ მხარი და შეცვალონ პოზიცია”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის მიერ შედგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტზე, რომელშიც ოკუპანტი რუსეთი ნახსენები არ არის.