პროკურატურასთან აქციაზე აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავეს

პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციაზე “სირცხვილიას” აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავეს. ის სხვა აქტივისტებთან ერთად პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, სახალხო დამცველს მონიტორინგის ჩატარების საშუალება მიეცეს და ნინოწმინდის პანსიონი დაიხუროს.

“ანაფორა იმუნიტეტი არ არის” , “დაიხუროს ჯოჯოხეთი”, “სად არიან ბავშვები”,– ვკითხულობთ მათ ბანერებზე.

ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.

მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს მისცემს, თუ ის ბავშვებისთვის დასასმელ კითხვებს შეუთანხმებს.

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ყვება, რომ მას რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ, ასევე, აყენებდნენ ბრინჯის მარცვლებზე.