პროკურატურა ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა ძალადობაში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. შესაბამისი განცხადება, პროკურორმა, ნათია გურულმა გააკეთა. მისი თქმით,  მათ არაერთი მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც ჩოგბურთელის ბრალეულობას ადასტურებდა.

“მიმაჩნია, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულს და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან ბრალდებულის ადა მისი ოჯახის წევრების გაიზიარა. ბრალდების მხარე, როგორც აღვნიშნე, კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას”, – თქვა პროკურორმა.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო.

ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.