პროტესტის ფონზე შს მინისტრი გაიქცა, მაგრამ, თურმე ბიუჯეტზე ლაპარაკი შეიძლება -სამნიძე

‘პროტესტის ფონზე შს მინისტრი გაიქცა, მაგრამ, თურმე ბიუჯეტზე ლაპარაკი შეიძლება” -რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, დღევანდელი პლენარული სხდომა ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას არ სურდა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კრიტიკული კითხვები დაესვათ.

“ამ პროტესტის ფონზე, მახსოვს, შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ დარჩა და გაიქცა და კითხვებს პასუხი არ გასცა. ზუსტად იგივე ვითარებაა, ზუსტად იგივე გზავნილია, მაგრამ, თურმე ბიუჯეტზე ლაპარაკი შეიძლება. ცოტა თანმიმდევრულები რომ ვიყოთ, თუ შეიძლება კოლეგებო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ გსურდათ, რომ გომელაურისთვის დაგვესვა კრიტიკული შეკითხვები”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.