პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

გამოცემა პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა. ვარდიაშვილი 2 მარტის პარლამენტის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

“მის [ზურა ვარდიაშვილის] მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ “ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა”. – წერს პუბლიკა.

ზურა ვარდიაშვილი ბრალდებას არ იზიარებს.