პუტინის თქმით, რუსეთში იმაზე მეტი ადამიანია მობილიზებული, ვიდრე იგეგმებოდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანაში, დაგეგმილ, 300 000-ზე მეტი ადამიანია მობილიზებული.

“უკვე 318 000 [მობილიზებული] გვყავს. რატომ 318 000? რადგან მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება”. – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, 49 000 მობილიზებული უკვე ჯარში იმყოფება და საბრძოლო დავალებებს ასრულებენ.