პუტინის ომის მანქანას სული უნდა ამოვხადოთ – ლიზ ტრასი

პუტინის ომის მანქანას სული უნდა ამოვხადოთ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

„პუტინის ომის მანქანის შიმშილით სულის ამოხდომა უნდა გავაგრძელოთ, დავადოთ მეტი სანქციები მისი აგრესიის დაფინანსებას, ოლიგარქებიდან და ბანკებიდან, ენერგეტიკამდე, ოქროსა და მომსახურების სფეროებამდე. ჩვენ გამუდმებით უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, ვიდრე პუტინის არმია უკრაინაშია“, – განაცხადა ტრასმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის განზრახვა: „ მაგრამ უდა გავიგოთ: დასუსტებული რუსეთი წარმოადგენს პუტინის გადაწყვეტილების შედეგს არაპროვოცირებულ შეჭრაზე“.