“პუტინის რეჟიმის მტაცებლობის მხილებისთვის“ New York Times–მა პულიცერის პრემია მიიღო

2020 წლის პულიცერის პრემია საერთაშორისო მოვლენების გაშუქებისთვის გაზეთმა New York Times–მა მიიღო “ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მტაცებლობის მხილებისთვის“ – ნათქვამია პულიცერის პრემიის კოლეგიის ინფორმაციაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წამყვანი ამერიკული გაზეთი ჯილდოს შთამბეჭდავი ისტორიების ნაკრებისთვის იღებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მტაცებლობას ამხელდა და ავტორებისთვის დიდ რისკს შეიცავდა.

2020 წლის პრემია რვა სტატიას და ვიდეოს ერგო– მოსკოვიდან შეკვეთილი თავდასხმის შესახებ სტატიას უკრაინელ ჩინოვნიკზე როვნოში, ბიზნესმენ ემელიან გებრევის  ბულგარეთში  მოწამვლის  შესახებ სტატიას, სტატიას რუსულ ინტერესებზე ლიბიის კონფლიქტში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სირიაში რუსეთის ავიაციის მიერ საავადმყოფოებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ მასალას.

პულიცერის პრემია აშშ–ში გაზეთებში, ჟურნალებში და ვებგვერდებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებისთვის გაიცემა. პარალელურად  მეორე კოლეგია ჯილდოებს გასცემს სფეროებში, რომლებიც ჟურნალისტიკას არ უკავშირდება: ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა მხატვრული ლიტერატურა, აშშ–ს ისტორია, ბიოგრაფიები, ავტობიოგრაფიები და მემუარები, პოეზია, მუსიკა და დრამატურგია. ნომინაციების ბოლო ვადა ყოველი წლის  25 იანვარია, ამიტომ პანდემიამ ჟურნალისტების პუბლიკაციებში ასახვა ვერ მოასწრო.

New York Times, როგორც აშშ–ში ყველაზე ავტორიტეტული, პრესტიჟული და ძლიერი ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა პრაქტიკულად ყოველ წელს იღებს პულიცერის პრემიას. წელს საერთაშორისო ჟურნალისტიკის გარდა მას ერგო ჯილდოები საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვისაც თემაზე ნიუ იორკელი ტაქსისტებისთვის კრედიტების კაბალური პირობების თაობაზე. ნიკოლ ჰანა ჯონსმა კი პრიზი აიღო ნომინაციაში პუბლიცისტიკა პროექტისვის “1619“. პროექტმა  ჩრდილოეთ ამერიკაში მონობის ინსტიტუტის 400 წლიანი ისტორიის შესახებ ბევრი კონსერვატორი აღაშფოთა.

გამოცემის პუბლიკაციებს რუსეთის შესახებ არაერთხელ აუღია პულიცერის პრემია.

2017 წელს New York Times–მა ჯილდო მიიღო 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მასალებისთვის.