პუტინი ამბობს, რომ ხერსონის მოსახლეობამ ქალაქი აუცილებლად უნდა დატოვოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ხერსონის ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქიდან უნდა გაასახლონ. ამის შესახებ მან მოხალისეებთან სუბრისას თქვა, რომლებსაც წითელ მოედანზე სახალხო ერთიანობის დღეს მინინის და პოჟარსკის ძეგლის ყვავილებით შემკობის შემდეგ ესაუბრა.

“ახლა, რა თქმა უნდა, უნდა გავიყვანოთ ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობენ საშიში საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან. სამოქალაქო მოსახლეობა დაბომბვებით, რაღაც შეტევებით, კონტრშეტევებით და სხვა ღონისძიებებით არ უნდა ზარალდებოდეს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს უკავშირდება. ისეთი ბიჭები, როგორებიც თქვენ ხართ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხი უსაფრთხო ზონაში გაიყვანონ, და ეს ძალიან კარგია. დიდი მადლობა თქვენ“–თქვა პუტინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც რუსეთში ჩავიდნენ სამსახურს ითხოვენ. ევროპაში გაქცეული უკრაინელები კი, პუტინის თქმით “რესტორნებში დადიან და ფასდაკლებებს ითხოვენ.“

ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნულმა “სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციამ“ 22 ოქტომბერს ქალაქის მაცხოვრებლებისგან ქალაქის სასწრაფოდ დატოვება და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა მოითხოვა. ხერსონში დარჩენა, მათი თქმით უსაფრთხო არ არის უკრაინული არმიის შესაძლო დაბომბვების გამო. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, რამდენმა ადამიანმა დატოვა ხერსონი და სად წავიდნენ ისინი.

უკვე 28 ოქტომბერს რუსეთის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკებმა გამოაცხადეს, რომ ევაკუაცია დასრულდა და ქალაქიდან, სადაც მათი შეფასებით 100 ათსი ადამიანი ცხოვრობდა, 70 ათასი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა.

ხერსონის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ქალაქში ფაქტიურად არაფერი არ მუშაობს. დახურულია ბანკები, საპენსიო ფონდები, საპასპორტო მაგიდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, კომუნალური სამსახურები და პროდუქტებით მომარაგება. “ქალაქში დადის გადაცმული როსგვარდია, დანარჩენები სანგრებში ზიან და სიკვდილს ელოდებიან“– ამბობს ერთ–ერთი ხერსონელი.