პუტინი ბუნკერში გამოკეტეს, რომ ხალხი არ შეაშინონ “ლიდერის” ჯანმრთელობის მდგომარეობით –ფეიგინი (ვიდეო)

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი ვარაუდობს, რომ პუტინი ბუნკერშია დამალული, რათა ხალხი დიქტატორის ავადმყოფური იერით არ შეაშინონ. ადვოკატს ასევე არ სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დონბასს ესტუმრება.

”არა, ის არსად არ წავა. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ააგებენ რაიმე სახის თხრილს სადმე ლუგანსკთან ახლოს და შემოიყვანენ სპეციალურად შერჩეულ ადამიანებს. ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში გააკეთებენ დადგმას, რომ ის შეხვდა მასებს. სულ ეს არის.რაში დასჭირდათ ვითომ სამხედრო მოსამსახურეების დედებთან ყალბი შეხვედრა?  რატომ არ შეახვედრეს ნამდვილი დედები და არა ვიღაც ფეიკ დეიდები ადმინისტრაციიდან? სულ მახინაციებს აკეთებენ“ამბობს ფეიგინი.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ზელენსკი ფრონტის წინა ხაზზე დადის, პუტინი კი “უბრალოდ მშიშარა ადამიანია”.

“ზელენსკი მიდის ჯარისკაცებთან, აჯილდოებს მათ, მოდის ხერსონში, მას ხვდებიან ხერსონის მკვიდრნი, არა ყალბი ხალხი, არამედ ქალაქის ნამდვილი მაცხოვრებლები. პუტინს ეს არ შეუძლია. ის, პირველ რიგში, მშიშარა ადამიანია. მართლა ძალიან მორცხვია. ისე, ფიზიკურად უბრალოდ მორცხვი, მშიშარა ადამიანია. და მეორეც, შეხედეთ: რა აქვს საჩვენებელი? მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ნამდვილი პუტინი ოთხმოცი წლის ნაოჭიანი მოხუცია. პოდაგრით თითებზე. ყველა სხვა დაავადებით. გადაწყვიტეს მისი იზოლირება, რათა ხალხი არ შეაშინონ“, – თქვა ფეიგინმა.

უფლებადამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურთ რუს ჯარისკაცებს აჩვენონ ნამდვილი პუტინი, რადგან ისინი სანგრებში სიკვდილის სურვილს დაკარგავენ.

“პუტინთან შეხვედრის ეფექტი იქნება, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო. მით უმეტეს, თუ მას თან ახლავს ადამიანი ჩემოდნით, მით უმეტეს, არაბირთვული ჩემოდნით”, – ამბობს  ადვოკატი.