პუტინი მკვლელია, მთელს მსოფლიოში ქაოსს თესავს – ადამ კინზინგერი

“პუტინი მკვლელია, მთელს მსოფლიოში ქაოსს თესავს “- აშშ-ს კონგრესის, წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი ამის შესახებ, Twitter-ზე წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელს მსოფლიოში ქაოსს თესავს და ამისთვის მას არავინ სჯის.

“რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე. პუტინი მკვლელია. ის არის ტირანი, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული თავისუფლებისმოყვარე ხალხი და მათი არჩევნები. იგი დაეხმარა ასადის რეჟიმს სირიაში 50 ათასზე მეტი ბავშვის მკვლელობაში და აწამებს აქტივისტებს ბელარუში. ის მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავს და დღემდე დაუსჯელია”, – წერს კინზინგერი.