პუტინი რეალურ საფრთხედ რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება გვიყვარს-მაიკ პომპეო

“ვლადიმერ პუტინი რეალურ საფრთხედ რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება გვიყვარს ” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მარკ ლევინის შოუში განაცხადა.პომპეო აცხადებს, რომ  რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდეს, საიდანაც შეძლებს, აშშ-ს აზღვევინოს.

„ასიმეტრიული შესაძლებლობების გამოყენებით რუსეთი ცდილობს ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდეს, საიდანაც აშშ-ს საფასურის გადახდას დააკისრებს. ვლადიმერ პუტინი რეალურ საფრთხედ რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება გვიყვარს და ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველა საფრთხისთვის ვემზადებით,“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.