პუტინი სავარაუდოდ დიდ შეტევას გაზაფხულზე წამოიწყებს–ჯონ კირბი

რუსეთის არმიას ჯერ არ დაუწყია ძირითადი შეტევა უკრაინაში, მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბრძოლები შეიძლება გაძლიერდეს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

”მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევითი ჯგუფები უკვე ფორმირებულია.

ომის ესკალაციისთვის მზადება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები უგზავნიან სამხედრო დახმარების პაკეტებს უკრაინას ბოლო კვირებში,

ეს არის შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გახსნილ ტერტორიებზე  იბრძოლოს. დახმარება მოიცავს ჯავშანმანქანების არსენალს და არტილერიას. ეს ყველაფერი უკრაინას საშუალებას აძლევს მოემზადოთ იმისთვის, რისი დაგეგმვაც რუსებს შეუძლიათ გაზაფხულისთვის“–განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს დონბასში. ბახმუტის გარშემო ბრძოლები კი კვლავ მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. კირბი თვლის, რომ პუტინი სავარაუდოდ დიდ შეტევას გაზაფხულზე წამოიწყებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ პუტინი შეეცდება ისარგებლოს ზამთრის თვეებით მარაგის შესავსებად, არმიის გადასაიარაღებლად და გაზაფხულზე თავდასხმების განახლებისთვის. როგორც ბოლო 12 საათის განმავლობაში ვნახეთ, ის  მზად არის გააგრძელოს საკრუიზო რაკეტების გაშვება უკრაინის მიმართულებით, დააზიანოს  სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და შეეცადოს გაურთულოს ცხოვრება უკრაინელებს“– ამბობს კირბი.

The New York Times-ის ინფორმაციით, მოსკოვმა უკრაინაში უკვე გაგზავნა 320 000 ჯარისკაცი, კიდევ 150 000 პოლიგონებზე იმყოფება. ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი ძალების კონცენტრირება  GMLRS ჯიემელერესის რაკეტების წვდომის არეალიდან მოშორებით მოახდინონ.