პუტინი უახლოეს მომავალში კიბოს ოპერაციას იკეთებს, მას KGB-ს ყოფილ უფროსი შეცვლის – Daily Mail

Daily Mail-ი კრემლის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სიმსივნის ოპერაციისთვის ამზადებენ ხოლო მას დროებით KGB-ს ყოფილ უფროსი შეცვლის და სწორედ მას დანიშნავს რამდენიმე დღით უკრაინის ომის ზედამხვედველად.

გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დროებით მოვალეობის შემსრულებლად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს და FSB-ის ყოფილ უფროსს ნიკოლაი პატრუშევს წარადგენს. პეტრუშოვი, ითვლება ადამიანად რომელმაც დაარწმუნა პუტინი რომ კიევური რეჟიმისგან ნეო-ნაცისტური  საფრთხე მომდინარეობს.

როგორც ცნობილია, ოპერაცია აპრილში უნდა ჩატარებულიყო თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო, ახლა კი დაავადება პროგრესირებს.

“ექიმები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინს ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა ჯერ თარიღი დადგენილი არ არის” – იუწყება DailyMail-ი წყაროზე დაყრდნობით.

ოპერაცია სავარაუდოდ 9 მაისის შემდეგ ჩატარდება.

გამოცემა ასევე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინს მუცლის კიბოსთან ერთად პარკინსონის დაავადებაც აქვს, თუმცა კრემლი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა რომ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

დევნილი რუსი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ პუტინს ფარისებრი ჯირკვლის კიბო აქვს. ამის შესახებ ისინი, ბოლო საგამოძიებო ანგარიშებში წერენ. ანგარიშებში ნათქვამია, რომ “ბოლო დროს ყურადღება მიიქცია მისმა ხელმა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი მაგიდას ხელს ძლიერად და გაუნძრევლად უჭერდა. ბევრმა მიიპყრო პრეზიდენტის ავადმყოფური გარეგნობა, მისი შეშუპებული, შეშუპებული სახე და ხელები მაგიდის თავზე მჭიდროდ შემოხვეული.აქ არაფერია გასაკვირი. პუტინის ჯანმრთელობა ბოლო დროს გაუარესდა, ამის შესახებ უკვე დავწერეთ და პრეზიდენტის არაჯანსაღი გარეგნობა მხოლოდ ამას ადასტურებს.

„თვეზე მეტია,  ექიმები ვერ ახერხებენ პუტინის დარწმუნებას, შეცვალოს პარკინსონის დაავადების სიმპტომების სამკურნალო წამლები, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა პრეზიდენტი უარს ამბობს რადგან ეშინია ახალი ექსპერიმენტის ჩატარების. მაგიდაზე ხელებით მიჯაჭვა არის პატარა, მაგრამ საკმაოდ შესამჩნევი ტრემორის დამალვის საშუალება” – ნათქვმაია, დევნილი რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც DailyMail-ი ეყრდნობა.