24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღისთვის ექსპერტების აზრით საფრთხეები უკრაინელებისთვის იზრდება. ამის შესახებ უკრაინული მედია საუბრობს. პოლიტოლოგი პიოტრ ოლეშჩუკი ამბობს, რომ კრემლს აქვს ტრადიცია – დღესასწაულები ჩაშალოს და უკრაინელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს სწორედ ასეთ დღეებში. ამის შესახებ პოლიტოლოგმა პროექტ FreeДом–ის ეთერში განაცხადა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა სპეციალურად აიღო პაუზა და უკრაინისთვის “უსიამოვნო სიურპრიზებს“ ამზადებს. ლოგიკურია მოლოდინი, რომ დამოუკიდებლობის დღისთვის რაღაც განსაკუთრებული მოამზადეს – ამბობს ოლეშჩუკი.
პოლიტოლოგი ტარას სემენიუკი ასევე ამბობს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პროვოკაციას ამზადებს.
ბოლო დროს ოკუპანტები მასობრივად ხსნიან შენახვიდან და უკრაინაში მიაქვთ საზენიტო მართვადი რაკეტები C-300–ისთვის. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ კოვალენკო საუბრობს.
ამიტომაც , ექსპერტები უკრაინელებს მოუწოდებენ 24 აგვისტოსთვის მასირებული შეტევებისთვის მოემზადონ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ პუტინმა უკრაინელებს მასირებული სარაკეტო შეტევა მოუწყოს.
“ჩემი აზრით, ისინი უბრალოდ რაკეტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რომ მაქსიმალურად მძიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელონ.“– ამბობს სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი. ის არ გამორიცხავს, რომ დარტყმა რამდენიმე იყოს – 23 აგვისტოდან დაიწყოს და ორი დღე გაგრძელდეს.
მონიტორინგის ჯგუფის მონაცემებით რუსეთმა რაკეტების თავმოყრა ბელორუსის “ზიაბროვკას“ აეროდრომზეც მოახდინა. იქ 14 ერთეულამდე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-400 “ტრიუმფრია“ თავმოყრილი და მისი 60–მდე რაკეტა. ბოლო დღეებში მედია წერდა, რომ რუსეთი უკრაინის დაბომბვას გეგმავს ბელორუსის ტერიტორიიდან.