„ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ უკრაინის სასარგებლოდ გამოვიყენებთ გაყინულ რუსულ აქტივებს. ამ თანხიდან ევროკავშირმა პირველ რიგში, უნდა შეიძინოს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას ასე სჭირდება თავდაცვისთვის“

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განუცხადა.