პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს – ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა CNN-თან ინტერვიში თქვა, რომ “პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი”. მისი თქმით, გულისამაჩუყებელია იმის ნახვა, რასაც რუსეთი აკეთებს  უკრაინაში.

„ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში საბრძოლველად. პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი“, – განაცხადა კალასმა.

მისი აზრით, NATO უნდა გადავიდეს “შეკავების პოზიდან“ უსაფრთხო “თავდაცვის პოზაზე“ და გაზარდოს თავისი წვლილი თითოეული ერის თავდაცვისა და, საბოლოოდ, მთლიანად NATO-ს გაძლიერებაში.

კალასმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა რუსეთი იზოლაციაში უნდა მოაქციონ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია.