პუტინმა სამჯერ გადადო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა – უკრაინის დაზვერვა

პუტინმა სამჯერ გადადო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა – ამის შესახებ ნათქვამია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებაში.

“ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმა სამჯერ გადაიდო, ბოლოს თებერვლის შუა რიცხვებში. პუტინმა არაერთხელ განიხილა შეჭრის იდეა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, მაგრამ ეს იყო FSB, ვინც მოითხოვდა”, – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.