პუტინს არ უთქვამს, როგორ აპირებს ჩიხიდან გამოსვლას – ბრიტანული დაზვერვა პუტინის მიმართვაზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლა რუსეთის ფედერაციის ფედერალურ საბჭოშიარაეფექტური იყო. ამ დასკვნამდე მივიდა ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა 22 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამგვარად, პუტინმა ცხადყო, რომ აპირებს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელებას. ამავდროულად,  მან დასავლური ელიტები დაახასიათა როგორც „ტოტალური  უპრინციპო სიცრუის სიმბოლოები“ და რუსეთი სტარტის  ხელშეკრულებიდან გამოსვლა გამოაცხადა.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტს კვლავ “საბრძოლო ტონი“ ქონდა, მას არ გამოუცხადებია რაიმე პრაქტიკული ღონისძიების შესახებ, რომელიც დაეხმარებოდა რუსეთის უკრაინის ბრძოლის ველზე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლაში.

“პუტინი აგრძელებს ეგზისტენციალური ბრძოლის საკამათო ნარატივის წარმოდგენას და ამტკიცებს, რომ რუსეთში ყველაფერი კარგად არის და გეგმის მიხედვით მიდის. ეს ორივე გზავნილს არაეფექტურს ხდის”, – აღნიშნა ბრიტანულმა დაზვერვამ.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი თეზისია, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდება.

პუტინმა ასევე გამოაცხადა რუსეთის მონაწილეობის შეჩერება შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული შეტევითი იარაღის შესახებ ხელშეკრულებაში (START-3).

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი დაემუქრა უკრაინას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი იქნებიან საფრთხე უფრო შორს გადაწიონ რუსეთის საზღვრებიდან, თუ კიევის დასავლელი მოკავშირეები უფრო შორი დისტანციის იარაღს მიაწოდებდნენ.