“რაც შეეხება დღევანდელ ძლიერ სარაკეტო შეტევას, რომელმაც თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. დაარტყა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას.  ეს კიდევ ერთხელ არის სისუსტის გამოვლინება, ეს არის იმის გამოვლინება, რომ ის [პუტინი] მარცხდება.  ამით მას სურს ჩვენში ქაოსი და პანიკა დათესოს.

მაგრამ მე მინდა დავამშვიდო ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ მას არ აქვს ამდენი რაკეტა დარჩენილი და ადრე თუ გვიან ისინი დასრულდება. ზუსტად ვიცით, რომ უკვე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 24 თებერვლამდე”

განაცხადა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.