პუტინს კიდურები უკონტროლოდ უკანკალებს, მხედველობას კარგავს – Mirror

ბრიტანული გამოცემა Mirror-ს ანონიმურმა წყარომ რუსული სადაზვერვო სამსახურიდან უთხრა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აქვს “სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა” და მისი “კიდურები უკონტროლოდ კანკალებს”.

მისი ცნობით, ექიმებმა ვლადიმერ პუტინს სიცოცხლის მაქსიმუმ სამი წელი მისცეს. წყარომ ასევე თქვა, რომ პუტინი კარგავს მხედველობას.

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ მას აწუხებს თავის ტკივილი და როდესაც ის გამოჩნდება ტელევიზორში, მას სჭირდება ქაღალდის ფურცლები, რომელზეც ყველაფერი დიდი ასოებით არის დაწერილი, რომ წაიკითხოს ის, რის თქმას აპირებს. ისინი იმდენად დიდია, რომ თითოეულ გვერდზე მხოლოდ რამდენიმე წინადადება ეტევა. მისი მხედველობა სერიოზულად უარესდება. და მისი კიდურებიც ახლა უკონტროლოდ კანკალებენ”,– განუცხადა დაზვერვის თანამშრომელმა Mirrors-ს.

დაახლოებით ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის დაზვერვის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, რომელმაც გასულ კვირას თქვა, რომ პუტინს რამდენიმე სერიოზული დაავადება აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი კიბოა.