“პუტინს მეტი პრობლემა აქვს” – ზელენსკი მისი მკვლელობის მცდელობებზე

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეფასებდა მისი მკვლელობის 10 მცდელობის აღკვეთას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინს მეტი პრობლემა აქვს.

“ეს არც ისე ბევრია. თურმე – ათ ადამიანს უნდა. ამიტომ, არც ისე საშინელია. ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, თუ ვიმსჯელებთ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებით მისი პოლიტიკის მიმართ.

ამიტომ ვფიქრობ, ყველამ უნდა განვიცადოს ახლა, რომ ხალხი სარდაფებში ზის, ხალხს აწამებენ. ჩემი მდგომარეობა არც ისე საშინელია. ვშიშობ ჩვენს ხალხზე და განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. ვფიქრობ, სანამ ოჯახი გყავს და საყვარელი ადამიანები არ დაგიკარგავს, არაფერია, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია და არაფერია სუპერსაშინელი”,– თქვა ზელენსკიმ Unian-ის ცნობით.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არც კი დააფიქრებულა უკრაინიდან წასვლაზე.

“ისე უნდა მოვიქცე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. მეჩვენება, რომ ეს სწორი არჩევანი იყო“, – თქვა პრეზიდენტმა.