ჟან მონეს დიალოგს, ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში – სამადაშვილი

”ჟან მონეს დიალოგს, ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში”- აცხადებს, პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. ის ასევე აღნიშნავს რომ  ჟან მონეს დიალოგზე უარი, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ საბოტაჟია.

“ჟან მონეს დიალოგს ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს, იმ ქვეყნებში, რომლებიც რეალურად მოიაზრებიან პოტენციურ წევრებად, პირველ რიგში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში.

ამ დიალოგის დაწყების გამიზნული საბოტაჟი, რაც ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარია, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟია.

არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი უკან-ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება”, – წერს სალომე სმადაშვილი.

საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.