ჟოზეფ ბორელი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის “ტვიტერზე” წერს.

”ალექსეი ნავალნის განაჩენი ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით. ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განაჩენს, რომელიც ამ საქმეს თვითნებურად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. მე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებ”, – წერს ჟოზეფ ბორელი.