ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

ფოტო: მედიაჩეკერი

ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის, “მთავარი არხის”,”ტაბულას” და  “ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე ძალადობასა და  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა. დაცვის მხარე პროკურატურას შუამდგომლობას არ დაეთანხმა და გირაოს ითხოვდა.

დაკავებულებმა “რუსთავის 2”-ის, “მთავარი არხის”, “ტაბულას” და “ნიუპოსტის” ჟურნალისტებზე 5 ივლისს იძალადეს და მათ ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.