„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „FREE ესებუა“. აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“,

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ბადრი ესებუას დაკავების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.