“საქართველოს დროშის გამოფენა მოსკოვში, “3+3” შეხვედრაზე მხოლოდ ერთს ნიშნავს – რამდენიც არ უნდა იფაფხურო, მაინც ჩვენი იქნებიო…”

ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 3+3 ფორმატის შეხვედრაზე, 10 დეკემბერს საქართველოს დროშის დაკიდებას. ამ ფაქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება დიპლომატიური არხების მეშვეობით.