მიუღებელია, რომ 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიუღებელია 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს დროშის დაკიდება.

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 3+3 ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებები მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, სადაც მონაწილე ქვეყნების დროშებთან ერთად საქართველოს დროშაც ეკიდა.