რამდენი თავისუფალი საწოლია მთელი ქვეყნის მასშტაბით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი, კოვიდპაციენტებისთვის. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში.გარკვეული კლინიკა დაუბრუნდა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკი არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში”, – განაცხადა გაბუნიამ.