რამდენჯერმე გააუპატიურეს. ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. მსხვერპლი მე ვარ – შალვა იაშვილი რენატა ბეგიაშვილზე

“რამდენჯერმე გააუპატიურეს. ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. მსხვერპლი მე ვარ” – აცხადებს მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შალვა იაშვილი სასამართლოში სადაც  მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

“რენატა ბეგიაშვილისგან ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”. – აღნიშნა იაშვილმა სასამართლოში.

ცნობისთვის,  საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.