რამ მიიყვანა რუსი მეთაურები კოლაფსამდე – არესტოვიჩის მოსაზრება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსი სამხედრო მეთაურების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ვერ აპროტესტებენ ბრძანებას მაშინაც კი, თუ მისი შესრულება აშკარად შეუძლებელია და სტრატეგია წარუმატებელია.

მისი მოსაზრებით, რუსული სამხედრო სკოლა სათავეს იღებს პრუსიულიდან, სადაც არსებობდა მართვისა და კონტროლის ორი ძირითადი პრინციპი: ცენტრალიზებული ბრძანება და ე.წ. Auftragstaktik (მისიის ტიპის ტაქტიკა), საიდანაც რუსეთმა მხოლოდ პირველი დაიტოვა.

“ამ ხარვეზს ბრძოლის ველზე ვხედავთ. რუსეთის სტრატეგია უკრაინაში თავდაპირველად წარუმატებელი იყო და არც ერთი სამხედრო მეთაური არ აპროტესტებდა ამ გეგმას. და კვლავ ეშინიათ წინააღმდეგობის. რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები უკრაინაში აგრძელებენ ბრძანებების შესრულებას, განიცდიან უზარმაზარ დანაკარგებს, რამაც ისინი კოლაფსამდე მიიყვანა.

ამის სწავლა კვირებში ან თვეებში შეუძლებელია. თავიდანვე სისხლში უნდა იყოს. შემოქმედების თავისუფლება ომში შეიძლება იყოს მხოლოდ ხასიათში. და რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი თავისუფლება აკრძალულია”,– წერს არესტოვიჩი.