რას გამოაცხადებს რუსეთი უკრაინასთან ომში გამარჯვებად – არესტოვიჩის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთმა შესაძლოა გამოაცხადოს დონბასისა და სამხრეთის ნაწილის აღება, როგორც გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ ომში.

მისი ცნობით, მოსკოვი ამ ტერიტორიების რეალურ ანექსიას აპირებს.

„ვფიქრობ, ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ ომში გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს წვდომა დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან და ნაწილობრივ, შესაძლოა, ზაპოროჟიესკენ“, – თქვა არესტოვიჩმა.

მისივე აზრით, ეს შეიძლება ნიშნავდეს რაიმე სახის “ტავრიჩესკაიას პროვინციის“ გამოცხადებას და ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას რუსული რუბლით, რუსეთის ბიუჯეტში გადასახადებით,  სკოლებში განათლებითა და ადგილობრივი ადმინისტრაციით.