რას ვასწავლით ბანაკებში ისეთს რომ რუსები მზად არიან უტვინო, უვიცი, უნებისყოფო და ცხოვრებისგან გაფარჩაკებული ბრბო დაიქირაონ და ქვები ასროლიონ ახალგაზრდებისთვის:იმას რომ ერთი სიცოცხლე აქვთ, ეს სიცოცხლე მათია, უნიკალურია, უნდა გაუფრთხილდნენ და ისე გახარჯონ როგორც თავად ჩათვლიან სასურველად.რომ თავისუფლების გარეშე სიცოცხლეს ფასი არ აქვს – როცა შენი გონებითა და ნებით განკარგავ სიცოცხლეს, მხოლოდ მაშინ ხდება ის ღირებული. სხვა შემთხვევაში მონა ხარ და შენს სიცოცხლეს სხვა ხარჯავს.

რომ მეტი თავისუფლების მოპოვებას მუდმივი ბრძოლა სჭირდება, ხოლო არსებული თავისუფლების შენარჩუნებას – მუდმივი დაცვა. არ არსებობს მანდ ‘შესვენებაზე გასვლა’
რომ საზოგადოებები რომლებიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ყველაზე ახლოს თავისუფლების იდეალების დაცვასთან, დღეს არიან ყველაზე წარმატებული, ყველაზე პროგრესული, ყველაზე ადამიანური და ყველაზე მდიდარი საზოგადოებები. და პირიქით
რომ ჩვენც უნდა გამოვიდეთ საბჭოთა საქართველოდან და ვიქცეთ ასეთ საზოგადოებად – თავისუფალი ადამიანების საზოგადოებად, სადაც ნებისმიერის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება დაცულია:

ამას ვასწავლით

რას არ ვასწავლით:

არ ვასწავლით რომ მშვიდობიანად შეკრებილ ადამიანებთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან, ჯოგად მივარდნა და ქვების სროლა არ შეიძლება.

რომ უნივერსიტეტში განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდებზე ზონდერების მიქსევა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება.

რომ რუსეთი მტერია.

რომ ღირსება იწყება მტრისთვის მტრის დაძახებიდან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის
რომ მეგობარი განსაცდელში არ უნდა მიატოვო, მითუმეტეს არ უნდა ლანძღო
რომ ფულის გულისთვის ტრაკი არ უნდა მისცე და ყველაფერს არ უნდა მოაწერო ხელი
რომ ვიღაცის ზებრა არ უნდა იყო.

და ა.შ.
ამ ყველაფერს არ ვასწავლით.

იმიტომ რომ ეს ყველაფერი ისედაც იციან ამ ახალგაზრდებმა
იმიტომ რომ ასეთ რაღაცეებს ოჯახში ასწავლიან და არა ბანაკში.

ზურა ჯაფარიძე, “გირჩი მეტი თავისუფლება“