რას შვრება ოპოზიცია? სად არის? რას ლაპარაკობს? – იაგო ხვიჩია

რას შვრება ოპოზიცია? სად არის? რას ლაპარაკობს? – “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, როცა ოპოზიცია ამ არჩევნებშიც იმავე “ტაქტიკით თამაშობს”, შეიძლება, ეჭვი გაჩნდეს, რომ სინამდვილეში მე-2 ადგილისთვის იბრძვიან და არა გამარჯვებისთვის.

“ლევან იოსელიანმა მითხრა, 15 არჩევნები აქვს წაგებული ოპოზიციას რაც ბიძინა მოვიდა, მას შემდეგო. 15-ვეში, თუ დავაკვირდებით, მართლა გამოყენებულია ერთი და იგივე ტაქტიკა სულ. ოპოზიცია სულ ამას აგებს და 15-ს რომ წააგებ და ისევ იმავე ტაქტიკით თამაშობ, ხომ შეიძლება, მე ეჭვი გამიჩნდეს, რომ შენ წაგება გინდა, სინამდვილეში მე-2 ადგილისთვის ჩალიჩობ და არა სიტყვაზე, გამარჯვებისთვის? ამ კამპანიაში, მე მგონი, ყველა ხედავს, მოსახლეობა ხედავს, ქოცებიც კი გაკვირვებულები არიან, რას შვრება ოპოზიცია? სად არის? რას ლაპარაკობს?”, – თქვა მან.