რატი ბრეგაძე სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანას სთავაზობს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს საქართველოში, კლინიკაში ვივამედში გადაყვანას.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ის შერჩევით იღებს მედიკამენტების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, რითაც, “საკუთარი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, უარს ამბობს სრულფასოვან მკურნალობაზე”.

ბრეგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საკვებასაც შერჩევით იღებს.

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივამედში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა”,– თქვა მინისტრმა ბრიფინგზე.