რატომ არ ესწრება საქართველო G7-ის სამიტს – კობახიძის განმარტება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ესწრება საქართველო, დიდი შვიდეულის შეხვედრებს. კობახიძე აცხადებს, რომ ”ძალიან მარტივად არის აქ საქმე რადგან, საქართველო ომთან დაკავშირებული არ არის, განსხვავებით მოლდოვასა და უკრაინისგან”.

“ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, რაც განიმარტა, მათ შორის, გერმანიის საელჩოს მხრიდან. მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად მიზეზი არის ძალიან პოზიტიური რატომაც არ ვესწრებით დიდი შვიდეულის სამიტს, არის ის, რომ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინასა და მოლდოვასგან. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც წუხან, რომ საქართველო არ იყო დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილე, ისინი წუხან იმის გამოც, რომ საქართველო არაა ომი”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

G7-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გაჩენილ პრობლემებს. G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე ასევე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველო მიწვეულთა სიაში ვერ მოხვდა.