რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI – პროკურატურის განმარტება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა განმარტა, რატომ არ ჩაერთო FBI საქმის გამოძიებაში. მისი თქით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროსგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი მხოლოდ შტატებში მომხდარ ან მათ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთან, ატაშესთან კონტაქტი, რომლისგანაც მივიღეთ განმარტება, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იძიებენ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს. ვატარებთ ამ საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის ოჯახი გამიძიებაში FBI–ს ჩართვას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა, რის შემდეგაც პროკურატურამ მათ დახმარებისთვის მიმართა.